შალვა პაპუაშვილი სანქციებზე: ეს ნაბიჯები კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა მძიმე ღირებულებით კრიზისშია ევროკავშირის პოლიტიკური ელიტის ნაწილი

„ეს ნაბიჯები კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა მძიმე ღირებულებით კრიზისშია ევროკავშირის პოლიტიკური ელიტის ნაწილი, როდესაც ხალხს თავს ესხმის უსაფუძვლო გადაწყვეტილებებით,“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მიმართ სანქციებსა და არ აღიარების პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

„რაც შეეხება სხვადასხვა მტრულ ნაბიჯს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნის ზოგიერთი ხელისუფლება იყენებს, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა მძიმე ღირებულებით კრიზისშია ევროკავშირის პოლიტიკური ელიტის ნაწილი, როდესაც ხალხს ესხმის თავს უსაფუძვლო გადაწყვეტილებებით. სხვათა შორის, ეს გადაწყვეტილებები აბსოლუტურად აცდენილია საერთაშორისო სამართლებრივ ნებისმიერ სტანდარტს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები