მამუკა მდინარაძე: ვახო გომელაურის შემდეგ მინისტრობა არის ურთულესი გამოწვევა, გადაჭარბების გარეშე –  ეს ადამიანი ჩვენი მეგობარია, არანაირი ხინჯი ამ მეგობრობაში არ არსებობს, უღირსეულესი კაცია და ყველა გუნდს ვუსურვებდი ისეთ პროფესიონალს და ისეთ ადამიანს, როგორიც ვახტანგ გომელაურია

ახლა რომ რთული დღეები იყოს, აი როგორიც გამოვიარეთ, წინა პერიოდივით რთული კვირები იყოს, ვახტანგ გომელაური არავითარ შემთხვევაში, ნულია პროცენტი იმისა, რომ თანამდებობას დატოვებდა, გამორიცხულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ გომელაურის თანამდებობიდან წასვლა არაფერ შუაში არ არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან გადატვირთვის პოლიტიკასთან. მისივე თქმით, ვახტანგ გომელაურმა თანამდებობის დასატოვებლად შეარჩია ისეთი პერიოდი, როდესაც ქვეყანაში სიტუაცია დამშვიდდა და მისი გადაწყვეტილება პრობლემას არ შექმნიდა.

„ერთ-ერთი ფაქტორი ის იყო, რომ არაფერი ისეთი აღარ ხდებოდა, რომ სიძნელე ყოფილიყო, რომ ვაიმე გამოცდილი მინისტრი, პროფესიონალი თუ არ ვიქენი ახლა აქ რაღაც პრობლემა შეიქმნას, როცა დამშვიდდა ყველაზე მაგრად სიტუაცია და მიხვდა ეს ადამიანი, მაშინ გადაწყვიტა. მთავარი თქვა მან თავის განცხადებაში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ვახტანგ გომელაური ერთ-ერთი ყველაზე პროფესიონალი და ღირსეული ადამიანია და არანაირი ხინჯი მასთან მეგობრობაში არ არსებობს.

„მე არ შეიძლება რომ გვერდი ავუარო იმას, რასაც ახლა ვიტყვი – თუკი ვინმე გაგიცნიათ, იცნობთ, მომავალში გაიცნობთ, ერთ-ერთი ყველაზე პროფესიონალი, ღირსეული ადამიანია და მე გეკას სამომავლო გამოწვევებზე თუ რამეს ვიტყვი შემდეგ, მანამდე აუცილებლად ვიტყვი, რომ ვახო გომელაურის შემდეგ მინისტრობა არის ურთულესი გამოწვევა, გადაჭარბების გარეშე. ეს ადამიანი ჩვენი მეგობარია, არანაირი ხინჯი ამ მეგობრობაში არ არსებობს, ვინმემ რამე რომ არ იფიქროს, ამას არ დაიჯერებს ბევრი, ვერ დაიჯერებს, მაგრამ პირიქით ჩვენი სამეგობრო ოჯახის, პარტიული ოჯახის წევრია, უღირსეულესი კაცია და ყველა გუნდს ვუსურვებდი ისეთ პროფესიონალს და ისეთ ადამიანს, როგორიც ვახტანგ გომელაურია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები