მაკა ბოჭორიშვილი UNDP-ის ევროპისა და დსთ-ის ქვეყნების რეგიონული ბიუროს დირექტორს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, შეხვედრა გამართა გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწესთან, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორის მოადგილესა და UNDP-ის ევროპისა და დსთ-ის ქვეყნების რეგიონული ბიუროს დირექტორთან, ივანა ჟივკოვიჩთან. ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს მთავრობასა და UNDP-ის შორის არსებული 30 წლიანი, მჭიდრო პარტნიორობა და თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა UNDP-ის ძალისხმევაზე ქვეყანაში მდგრადი განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით.

საუბარი შეეხო ქვეყნის როლს რეგიონში, “შუა დერეფნის” პოტენციალსა და მის მზარდ მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, აღინიშნა საქართველოში ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული მიმართულებების მხარდაჭერის პროცესში UNDP-ის ჩართულობის მნიშვნელობა.

საუბარი ასევე შეეხო რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებას.

UNDP-ის წარმომადგენელი, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს მართავს ასევე საქართველოს დარგობრივი უწყებების წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები