ზელენსკი “დიდი შვიდეულის” სამიტში მიიღებს მონაწილეობას

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, “დიდი შვიდეულის“ სამიტზე დასასწრებად მიწვევა მიიღო,- ამის შესახებ მან თავად განაცხადა.

“მე მიმიწვია კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ. ის თავმჯდომარეა. რაც შეეხება ევროკავშირს, ვფიქრობ, მეც იქ ვიქნები ამა თუ იმ ფორმატში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ალიანსის გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ მათ ძალიან სურთ, უკრაინა სამიტზე იყოს. ხოლო  ნატო-ს სამიტში მონაწილეობასთან დაკავშირებით ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რა ფორმატში შეიძლება მისი წარმოდგენა“.

ცნობისთვის, “დიდი შვიდეულის” სამიტი კანადაში 15-17 ივნისს გაიმართება, ხოლო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი ჰააგაში 24-25 ივნისს შედგება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები