საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, სტოკჰოლმში, როსენდალის სამეფო ბაღში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, სტოკჰოლმში, როსენდალის სამეფო ბაღში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ინფორმაციას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ღონისძიების სტუმრებს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან ყურადღება გაამახვილა საქართველო-შვედეთის ისტორიულ ურთიერთობებზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და ქვეყნის მიღწევებზე.
საღამო საქართველოსა და შვედეთის ჰიმნების ცოცხალი შესრულებით გაიხსნა. წარმოდგენილი იყო ქართული ტრადიციული ცეკვები და შვედი მუსიკოსების შესრულებით ქართული სიმღერები. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ტრადიციული კერძები და ღვინო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ შვედეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, შვედეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, მედიის, სამეცნიერო წრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.