თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში, სადაც ზურაბ ჯაფარიძის წინასასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს, ხმაურია

თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში, სხდომათა დარბაზთან, სადაც ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძის წინასასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს, ხმაურია.

ჯაფარიძის პროცესზე დამსწრეები და მხარდამჭერები დარბაზის შეცვლას ითხოვენ, რადგან, მათი თქმით, არსებული სხდომათა დარბაზი ძალიან პატარაა და დამსწრეებს შესვლის შესაძლებლობა არ ექნებათ.

სასამართლო 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა ამ დრომდე არ დაწყებულა.

ხმაურის ფონზე ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და სიტუაციის განმუხტვას ცდილობენ.

ცნობისთვის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი
თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გაიმართება. ჯაფარიძე მის დაკავებას არ გამორიცხავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები