ნინო წილოსანი: ჩვენი რეიტინგები, ჩვენი მხარდამჭერების მობილიზაცია და მთლიანად ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია იმას ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ იქნება უპირობო ლიდერი თვითმმართველობის არჩევნებზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის განცხადებით, რეიტინგები და მმართველი პარტიის მხარდამჭერების მობილიზება არჩევნებში მომავალ გამარჯვებას ადასტურებს.

„როგორც პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ემზადება რიგით მეათე, საიუბილეო გამარჯვებისთვის. ჩვენი რეიტინგები, ჩვენი მხარდამჭერების მობილიზაცია და მთლიანად ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია იმას ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ იქნება უპირობო ლიდერი თვითმმართველობის არჩევნებზე და ჩვენ მზად ვართ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ არჩევნები, იყვნენ „ქართული ოცნების“ მერები და საკრებულოს უმრავლესობა არჩეული“, – განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ახალმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის მეცხრე ყრილობაზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მე-10 საიუბილეო გამარჯვებისთვის ემზადება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები