ვატიკანში დღეს პაპის ასარჩევად კონკლავი შეიკრიბება – მსოფლიო თეთრ კვამლს ელოდება
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი დღეს შეიკრიბება. სიქსტეს კაპელაში 70 ქვეყნიდან რეკორდული რაოდენობის, 133 კარდინალი შევა.
შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, კარდინალები წმინდა პეტრეს ბაზილიკაში საჯარო წირვის შემდეგ სიქსტეს კაპელაში შევლენ და გასულ თვეში გარდაცვლილი პაპი ფრანცისკეს მემკვიდრის მოსაძებნად საიდუმლო კონკლავს დაიწყებენ.
საუკუნეების განმავლობაში კონკლავის პირველ დღეს პაპი არ აურჩევიათ, ამიტომ, ხმის მიცემა, შესაძლოა, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს.
სამლოცველოს სახურავზე არსებული ბუხრიდან შავი კვამლი დაუსაბუთებელ კენჭისყრაზე მიუთითებს, ხოლო თეთრი კვამლი და ზარების ხმა იმის მანიშნებელი იქნება, რომ 1.4 მილიარდ წევრიან ეკლესიას ახალი ლიდერი ჰყავს.
როგორც “როიტერი” წერს, აშკარა ფავორიტი არ გამოვლენილა, თუმცა იტალიელი კარდინალი პიეტრო პაროლინი და ფილიპინელი კარდინალი ლუის ანტონიო ტაგლე მთავარ კანდიდატებად ითვლებიან.