მაიკლ უოლცმა უკრაინას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა უწოდა
უკრაინა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად რჩება, მიუხედავად მისთვის გადასახადის გადამხდელთა მილიარდობით დოლარის გამოყოფისა, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, მაიკ უოლცმა განაცხადა.
“უკრაინა იყო და არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა. ჩვენ ყოველთვის უნდა დავიცვათ ჩვენი გადასახადის გადამხდელები და ამაში მილიარდობით დოლარი ჩაიდო. მე ვფიქრობ, რომ წინა ადმინისტრაცია სათანადო კონტროლს ახორციელებდა მის მიერ გაცემულ თანხებზე”, – განაცხადა ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.
უოლცმა დასძინა, რომ უკრაინამ ხელიდან გაუშვა „ისტორიული შესაძლებლობა“, ხელი მოეწერა თეთრ სახლში სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმებაზე. მისი თქმით, ვლადიმერ ზელენსკის შეეძლო, მინერალების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გვერდით დამჯდარიყო, მაგრამ ამის ნაცვლად მან სკანდალის გამოწვევა გადაწყვიტა.