გურამ მაჭარაშვილი: დღევანდელი ამერიკის პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას, აქვს აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით
“ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) მიერ, 2024 წლის გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშს ეხმიანება.
“ნატო-ს წევრ ქვეყნებზე მეტად აქვს მონაწილეობა მიღებული ქართველ ჯარისკაცებს საერთაშორისო მისიებში, ამიტომ, ბუნებრივია ეს უსამართლობაა, რაც ამ ანგარიშში მოხდა. ეს მოლოდინები, სამწუხაროდ გვქონდა ჩვენ 2-3 წლის წინ, როდესაც ვსაუბრობდით, რომ არ იყო სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით, მათ შორის ნატო-ს კონტექსტში. დღევანდელი ამერიკის პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას, აქვს აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით. მან ეს არაერთხელ განაცხადა, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით, რომ მათ არ მიიღებენ ნატო-ში, პრაქტიკულად წერტილი დასვა. იმ მიზეზის გამო, რის გამოც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა – რომ უკრაინა არ ამბობდა უარს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ამერიკამ უთხრა, რომ არ მიიღებს უკრაინას ნატო-ში, ანუ, რეალურად რის გამოც ომი დაიწყო, იმ მიზეზზე უთხრა უარი შეერთებულმა შტატებმა,”- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
ცნობისთვის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) მიერ, 2024 წლის გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში აღარ არის ნახსენები NATO-ს მხარდაჭერა ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების მიმართ.