თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრების წინასააღდგომო ჯგუფური გამოფენა გაიხსნა

12-დან 17 აპრილის ჩათვლით, შალვა ძნელაძის მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრების წინასააღდგომო ჯგუფური გამოფენა მიმდინარეობს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაში მონაწილეობენ: გიორგი ნოქარიშვილი, ლევან ვეკუა, ნანა მჭედლიშვილი, მანანა ამყოლაძე, ირინა ძამაშვილი, ქეთი თავდუმაძე, ნინო ძამაშვილი, მაია მაღლაკელიძე, (ბატიკა) ნინო ნასიძე, გვანცა ჩხაიძე.
„გამოფენაზე გაეცნობით და შეიძენთ მხატვრების მიერ შექმნილ განსაკუთრებულ ნამუშევრებს და დაათვალიერებთ შალვა ძნელაძის მუზეუმს, სადაც ყოველთვის დაგხვდებათ საინტერესო და სასიამოვნო ატმოსფერო“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საგამოფენო დღეებია: 12-17 აპრილი 14.00-19.00 სთ.
გამოფენის კურატორია ნანა ზაალიშვილი

მისამართი: სოფელი დიღომი, სვეტიცხოვლის ქ. N1.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები