ქარელში, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ქარელის მერიის ინფორმაციით, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

,,ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

მამა ვიტალიმ დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარის ნაწილებმა სასტიკად დაარბიეს რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი აქციის მონაწილეები.

ამ დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები