„საღად მოაზროვნე საზოგადოება ელოდება საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნას, რითაც უნდა დასრულდეს ის უბედურება, რასაც ერქვა სააკაშვილის პარტია და „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი პარტიები” – ია მეტრეველი
„საღად მოაზროვნე საზოგადოება ელოდება საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნას, რითაც უნდა დასრულდეს ის უბედურება, რასაც ერქვა სააკაშვილის პარტია და „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი პარტიები”, – ამის შესახებ მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.
მისი თქმით, “ნაცმოძრაობას” აღარასდროს უნდა მიეცეს საშუალება, რომ კიდევ ხელისუფლებაში მოვიდეს”.
“დიდი მოლოდინი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი თეას {წულუკიანი} ხელმძღვანელობით, ეს საქმე ბოლომდე მივა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და ყველა აგებს პასუხს ამ საშინელებაზე, რაც მათ ჩაიდინეს.
ჩემი მოსაზრებაა, რომ ვინც უკვე დაისაჯა და უნდა დაისაჯოს, აუცილებლად უნდა ჩამოართვან მითვისებული თანხები, თუნდაც სააკაშვილს, რომელიც გადაფორმებული აქვს თავის ოჯახის წევრებსა და ნათესავებზე, ეს თანხა უნდა გადაეცეს საქართველოს სახელმწიფოს ბიუჯეტს. ყველაფერი ძალიან მარტივად შერჩათ და ასე აღარ უნდა გაგრძელდეს. დღეს დადგა ის დრო, რომ უნდა დასრულდეს კოჰაბიტაცია“, – აღნიშნა ია მეტრეველმა.