“საზოგადოებამ არაერთხელ ნახა აკერმანების და მსგავსი ტრენინგები; ერთი შეხედვით გაცხადებული სურვილი იყო, რომ მხარს უჭერდნენ პოლიტიკური პარტიების განვითარებას, რეალურად აღმოჩნდა, რომ ამზადებდნენ ჯოჯოხეთს, რაც ვნახეთ პარლამენტის წინ” – მახაშვილი
“საზოგადოებამ არაერთხელ ნახა აკერმანების და მსგავსი ტრენინგები; ერთი შეხედვით გაცხადებული სურვილი იყო, რომ მხარს უჭერდნენ პოლიტიკური პარტიების განვითარებას, რეალურად აღმოჩნდა, რომ ამზადებდნენ ჯოჯოხეთს, რაც ვნახეთ პარლამენტის წინ”, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აცხადებს.
“დაფინანსება, რომლის გარკვეული ნაწილი შეიძლება კეთილ საქმესაც ხმარდებოდა, მაგრამ დიდი ნაწილი ხმარდება არაკეთილ საქმეს, რევოლუციის მოწყობას. აი ამ პროცესის აღკვეთა უნდა მოხდეს, არ იყოს ისე, რომ თანხა, რომელიც შემოედინება, გამოყენებული არის იმგვარი საქმიანობისთვის, რომელიც პრობლემებს ქმნის პოლიტიკური, საზოგადოებრივი, სამოქალაქო, საარჩევნო თუ სხვადასხვა ტიპის სფეროებში. თქვენ იცით ევროკავშირშიც როგორ ხისტად რეაგირებენ უცხოურ, საგარეო ჩარევებზე, ისეთი ტიპის ჩარევებზე, რომლებიც არ არის საზოგადოების თუ ქვეყნის ინტერესებში. ზოგადად, ეს მცდელობა და მიზანი დღეს საქართველოს ხელისუფლებასაც აქვს და ეს გასაკვირი არ არის.
ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ თუ ვიღაცებს აქვთ სურვილი, რომ საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყაროს, სირაქლემას პოზიციაში ჩადგნენ, ჩვენ რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ გულხელდაკრეფილებმა ვუყუროთ ამ პროცესს, როგორ ხდება კიდევ ერთი “მოლოტოვის კოქტეილის” სროლა, სროლის მომზადება, შტურმის მომზადება. საზოგადოებამაც არაერთხელ ნახა აკერმანების და მსგავსი ტრენინგები. ერთი შეხედვით გაცხადებული სურვილი იყო, რომ ემზადებოდნენ თუ მხარს უწერდნენ პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციურ განვითარებას და რეალურად, აღმოჩნდა, რომ ამზადებდნენ იმ ჯოჯოხეთს, რაც ვნახეთ პარლამენტის წინ”, – ამბობს მახაშვილი.
შეგახსენებთ, ქართულ ოცნებას” “გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები შეაქვს.
პროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.