“იმედია, ჩვენმა პარტნიორებმა წარსულის გაკვეთილები ისწავლეს და შეეცდებიან, რომ დაფინანსება ნეიტრალურ და ნამდვილად ობიექტურ ორგანიზაციებს მისცენ” – სამხარაძე
“დაფინანსებას ისევ იგივე ორგანიზაციები მიიღებენ, რომლებიც ადრე იღებდნენ და რომელსაც ადრე საკმაოდ ცუდი გავლენა ჰქონდა არჩევნების აღქმაზე”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
როგორც სამხარაძე ამბობს, უცხოელმა პარტნიორებმა დაფინანსება ობიექტურ ორგანიზაციებს უნდა მისცენ.
„ისფედთან“ დაკავშირებით 2020 წლის სკანდალი გახსოვთ, ასევე 2024 წლის ისევ „ისფედთან“ მიმართებით. იმედია, ჩვენმა პარტნიორებმა წარსულის გაკვეთილები ისწავლეს და შეეცდებიან, რომ დაფინანსება ნეიტრალურ და ნამდვილად ობიექტურ ორგანიზაციებს მისცენ“, – განაცხადა სამხარაძემ.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოში 2025 წლის ოქტომბრისთვის დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების მხარდასაჭერად.