გორის მუნიციპალიტეტში, სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს
„გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცში, სასმელი წყლის სისტემის მოწყობა/რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს,“- ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით რეაბილიტირდება ჭაბურღილი, ქსელი, რეზერვუარები, მოეწყობა სანიტარული ღობე, საქლორატორო და მოხდება ინდივიდუალური გამრიცხველიანება.
„სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელში მცხოვრებ 500-ზე მეტ ოჯახს სასმელი წყალი განახლებული წყალმომარაგების სისტემით მიეწოდება.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
გარდა დიცისა, მიმდინარე წელს სასმელი წყლის სისტემების მოწყობა/რეაბილიტაცია დაგეგმილია კიდევ 7 სოფელში – ფლავისმანში, ერგნეთში, ფლავში, ქვემო არცევში, აძვში, კოშკასა და ქვეშში,”- ნათქვამია ინფორმაციაში.