“საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთხელ ვისაუბრებ იმ დიდ ტრაგედიაზე, რითაც დაიწყო სააკაშვილის რეჟიმი” – ია მეტრეველი

“დღეს მე კიდევ ერთხელ ვისაუბრებ იმ დიდ ტრაგედიაზე, რითაც დაიწყო სააკაშვილის რეჟიმი. ეს ეს იყო უდანაშაულო ბუტას, 19 წლის ახალგაზრდის, ბავშვის დახვრეტა ქუჩაში”, – ამის შესახებ „ქრონიკას“ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა განუცხადა.

მან ქუჩის აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს მიმართა.

“მოლოდინი მაქვს და ვფიქრობ, რომ არა მარტო მე. დადგა ეს დღე, როდესაც მართლაც ყველაფერს ერქმევა თავისი სახელი და საბოლოოდ ის ბოროტი რეჟიმი, რასაც წარმოადგენდა სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“, ეს პარტია სამუდამოდ აიკრძალება და ვეღარასოდეს მოვა ხელისუფლებაში ის საშინელება, რაც გამოვიარეთ ამ წლების განმავლობაში.

დღეს მე, კიდევ ერთხელ ვისაუბრებ იმ დიდ ტრაგედიაზე, რითაც დაიწყო სააკაშვილის რეჟიმი. ეს ეს იყო უდანაშაულო ბუტას, 19 წლის ახალგაზრდის, ბავშვის დახვრეტა ქუჩაში, აბსოლუტურად უდანაშაულო! გარდა ამისა ეს მარტო ის ფაქტი არ არის, რომ უბრალოდ მოკლეს, მერე მოხდა ყველაზე დიდი უბედურება. სისტემა დაუპირისპირდა ჩვენს ოჯახს და ამ ბავშვს თვითონ, რადგან პატრულის იმიჯი არ უნდა შელახულიყო და დაგვიპირისპირდა მთელი სისტემა, რის შემდეგაც შემდეგ მიაყოლეს, 162 ბიჭი ქუჩაში დახვრიტეს. შემდეგ სანდროთი დაიწყეს და ამიტომ არის ჩემი აქ ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებას გავახსენო კიდევ ერთხელ, რას წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობა“ და ის მთავრობა. სწორედ ის ახალგაზრდა ბავშვები დღეს, რომ ქუჩაში დგანან, ყველაზე მე ვერ ვიტყვი, იქ არიან დაფინანსებულებიც და ზოგიერთმა თვითონ არ იცის, რისთვის დგას. ამ ბავშვებს მინდა, გავახსენო, რომ მათ იცოდნენ, ვისთან გვქონდა ჩვენ საქმე და დღეს რისთვის დგანან ქუჩაში და ვის წისქვილზე ასხამენ წყალს“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები