გურამ მაჭარაშვილი: ჩვენი კომისიის მიზანია მტკიცებულებების მოძიება იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც რეჟიმი და როგორც პოლიტიკური ძალა არ უნდა არსებობდეს

„ჩვენი კომისიის მიზანია მტკიცებულებების მოძიება იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც რეჟიმი და როგორც პოლიტიკური ძალა არ უნდა არსებობდეს,”- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომების შესახებ განაცხადა.

მისივე თქმით, თავის დროზე, როცა ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში შევალთ იქნება საფუძველი და კიდევ უფრო მეტი არგუმენტი „ნაცმოძრაობის“ გაუქმების“.

„ჩვენი კომისიის მიზანია მტკიცებულებების მოძიება იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც რეჟიმი და როგორც პოლიტიკური ძალა არ უნდა არსებობდეს. ეს დადასტურდა უკვე პირველივე კვირებში ჩვენი კომისიის მუშაობის დროს, როდესაც კომისიაზე დაბარებულმა ადამიანებმა გაიხსენეს, საზოგადოებას გაახსენეს ფაქტები და მტკიცებულებები, თუ როგორ კლავდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი ადამიანებს, მაგალითად იმისთვის, რომ თავის წილს არ გადააფორმებდნენ, მაგალითად იმისთვის, რომ პოლიტიკურად განსხვავებული შეხედულება ჰქონდათ.

თავის დროზე, როცა ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში შევალთ იქნება საფუძველი და კიდევ უფრო მეტი არგუმენტი „ნაცმოძრაობის“ გაუქმების“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ბუტა რობაქიძის მკვლელობა იქნება. საუბარი ასევე შეეხება 2003–2012 წლებში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ ვითარებას, ამავე პერიოდში სამოქალაქო საზოგადოების როლსა და ე.წ. ზილების რევოლუციის საქმეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები