ნიკოლოზ სამხარაძე – ევროკავშირის აუდიტის სკანდალურ დასკვნაზე: არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართული იყვნენ არა მათ ძირითად საქმიანობაში, არამედ ლობიზმში; რაც ყველაზე ცუდია, მათი მოწინააღმდეგეების გაშავება ხდებოდა ხოლმე
“ეს სიახლე არ არის და მერწმუნეთ, რომ ასეთი ამბები კიდევ უფრო მეტი გაცხადდება ახლო მომავალში”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რითაც ევროკავშირის აუდიტის სკანდალურ დასკვნას ეხმაურება.
„ყველა მეტ-ნაკლებად გარკვეული ან ჩართული ადამიანი პოლიტიკაში და საერთაშორისო პოლიტიკაში ბოლო წლებში ხედავდა, რომ თანხები აშკარად არამიზნობრივად იხარჯებოდა და მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართული იყვნენ არა მათ ძირითად საქმიანობაში, არამედ ჩართული იყვნენ უფრო მეტად ლობიზმში. რაც ყველაზე ცუდია ასევე, მათი მოწინააღმდეგეების გაშავება ხდებოდა ხოლმე“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ცნობისთვის, გერმანულმა მედიამ ევროკავშირის აუდიტის სკანდალური დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც, დოკუმენტის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე სხვადასხვა სფეროში 2021 – 2023 წლებში 7 მილიარდ ევროზე მეტი დაიხარჯა.