პაპუაშვილი – ანჯელო ფარუჯასთან შეხვედრაზე: მალტელ კოლეგას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, საპარლამენტო საქმიანობასა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს გეგმებზე ინფორმაცია მივაწოდე
“საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეის ფარგლებში, მალტის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე, ანჯელო ფარუჯას შევხვდი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, შეხვედრაზე, მალტის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გამოხატა.
“ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის ორმხრივ თანამშრომლობაზე, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე. აღინიშნა ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობა და მზაობა.
მალტელ კოლეგას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, საპარლამენტო საქმიანობასა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს გეგმებზე ინფორმაცია მივაწოდე.
ანჯელო ფარუჯა საქართველოში მოვიწვიე”, – წერს პაპუაშვილი.