“გამოვიდა, რომ ჩვენ და ისრაელი ძალიან ბევრი საკითხის მიმართ ვიზიარებთ ერთნაირ ხედვას, მათ შორის, ხედვებს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკასთან მიმართებით” – მაია ბითაძე
“გამოვიდა, რომ ჩვენ და ისრაელი ძალიან ბევრი საკითხის მიმართ ვიზიარებთ ერთნაირ ხედვას, მათ შორის, ხედვებს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკასთან მიმართებით”, – ამის შესახებ, უზბეკეთში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.
„[ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარესთან] შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ დაძაბულ გეოპოლიტიკურ ვითარებას, რომელიც მთელს მსოფლიოშია. ასევე, ხაზი გაესვა ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას საქართველოსა და ისრაელს შორის. გამოვიდა, რომ ჩვენ და ისრაელი ძალიან ბევრი საკითხის მიმართ ვიზიარებთ ერთნაირ ხედვას, მათ შორის ხედვებს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკასთან მიმართებით, რომლის მთავარი საყრდენია მსოფლიოში უსაფრთხოება“, – აღნიშნა ბითაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია 5-8 აპრილს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 150-ე ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობს, რომელიც უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში იმართება.