დავით ქართველიშვილი პაატა ბურჭულაძის სიტყვით გამოსვლაზე: ასეთი “დაღეჭილი” სამოქმედო გეგმა, მე ჯერ არ მსმენია და თუ დღეიდან რამე “ისე არ წაუვიდათ”, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ექნება
პარტია „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი 31 მარტის აქციაზე პაატა ბურჭულაძის სიტყვით გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ბურჭულაძემ ბენდერის წარმატების ყველა ფორმულა გაიმეორა. მან უმიკროფონოდაც გარკვევით თქვა: “Всегда!” – რითაც ხაზი გაუსვა აქციების ხანგრძლივობას. ამას დაამატა: “Заграница нам поможет!” – და აქ, ალბათ მომეჩვენა, მაგრამ მის მარცხენა თვალში ცრემლი შევნიშნე”- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ პაატა ბურჭულაძის მიერ გაჟღერებული „დაღეჭილი” გეგმის შემდეგ, თუკი აქციის მონაწილეებმა რაიმე გეგმის მიხედვით ვერ განახორციელეს, მის გაკვირვებას საზღვარი არ ექნება.
“კარგ ბანს მიკროფონი არა სჭირდება” – ძველი ქიზიყური ანდაზაა. ასეთი მკაფიო გზავნილი და გეგმა, რაც პაატა ბურჭულაძემ თქვა გუშინ, მე ოსტაპ ბენდერის საიდუმლო პოლიტიკური შეკრების შემდეგ არ მსმენია. ბურჭულაძემ ბენდერის წარმატების ყველა ფორმულა გაიმეორა. მან უმიკროფონოდაც გარკვევით თქვა: “Всегда!” – რითაც ხაზი გაუსვა აქციების ხანგრძლივობას. ამას დაამატა: “Заграница нам поможет!” – და აქ, ალბათ მომეჩვენა, მაგრამ მის მარცხენა თვალში ცრემლი შევნიშნე. და რაც მთავარია, მან სამგზის, (მამლის ყივილამდე) გაიმეორა ის მთავარი “მესიჯი”, რაც აქამდეც უნდა ყოფილიყო “უწყვეტი” აქციების ძირითადი “ლოკომოტივი”: “რაღაც უნდა გავაკეთოთ! რაღაც უნდა გავაკეთოთ! რაღაც უნდა გავაკეთოთ!”. ასეთი “დაღეჭილი” სამოქმედო გეგმა, მე ჯერ არ მსმენია და თუ დღეიდან რამე “ისე არ წაუვიდათ”, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ექნება…”- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.