ლევან მახაშვილი: მოსახლეობას აქვს ძალიან ბევრი კითხვა, როგორ მივედით 2008 წლის ომამდე? სად იყო ხელისუფლება? რას აკეთებდა იმისთვის, რომ ომი აერიდებინა თავიდან?

“მოსახლეობას აქვს ძალიან ბევრი კითხვა, როგორ მივედით 2008 წლის ომამდე? სად იყო ხელისუფლება? რას აკეთებდა იმისთვის, რომ ომი აერიდებინა თავიდან? რატომ იღებდნენ სამხედრო გადაწყვეტილებებს პოლიტიკური პირები?”,- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა “იმედის” ეთერში, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გამოა, რომ დღეს ოკუპაციას ჰქვია – ოკუპაცია.

„ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი გულისყურით ვუსმენ ხოლმე საგამოძიებო კომისიის სხდომებს იმიტომ, რომ ჩემი ასაკიდან გამომდინარე იმ პერიოდზე, რა პერიოდსაც იკვლევს საგამოძიებო კომისია, ძალიან ბევრი რამე მეც არ ვიცოდი იმიტომ, რომ არ ვიყავი ჩართული ასე აქტიურად, როგორც მოქალაქე ამ პროცესებში. ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო პროცესებს ვადევნებთ თვალს. რა აქცენტებიც აქვს დღეს ოპოზიციას ძირითადად 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით არის შეშფოთება, რასაც ვიგებთ მათგან. აქ ძალიან მკაფიოდ შეიძლება ერთი რაღაც ითქვას. დღეს ჩვენ და მათ შორის ეს ადამიანებიც, რადიკალური ოპოზიციაც თუ თამამად ვსაუბრობთ ოკუპაციაზე, არა როგორც რიტორიკის დონეზე, არამედ როგორც სამართლებრივად გამყარებულ ტერმინზე საერთაშორისო სასამართლოებში გამყარებულ ტერმინზე, ამას თამამად ვსაუბრობთ ზუსტადაც „ქართული ოცნების“ წყალობით. იმიტომ, რომ ჩვენ, მრავალი წლის განმავლობაში, მათ შორს რუსეთის წინააღმდეგ გვქონდა საერთაშორისო ომი ფაქტობრივად გამოცხადებული სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოებში და ყველა დეტალი, არა უბრალოდ ლამაზი სიტყვების დონეზე, საერთაშორისო სამართლით და საერთაშორისო სასამართლოების დონეზე განვამტკიცეთ და დავამტკიცეთ. ამიტომ, როდესაც აქ რუსეთის ფაქტორს შემოიტანენ ხოლმე მინიმუმ ღიმილის მომგვრელია ამ ადამიანებისგან. იმიტომ, რომ დიახაც, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გამოა, რომ დღეს ოკუპაციას ჰქვია ოკუპაცია და რუსეთი არის პასუხისმგებელი ამ საერთაშორისო სასამართლოების დასკვნებით ამ ოკუპაციაზეც, ამ ოკუპაციის ძალადობრივ ხასიათზეც და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დარღვევაზეც. ამიტომ ამ მხრივ ძალიან მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ თუკი ვინმეს წვლილი მიუძღვის რუსეთზე პასუხისმგებლობის დაკისრების, ეს არის დიახაც, „ქართული ოცნება“. ამიტომ მინიმუმ ბოდიში უნდა მოიხადო და ცივი წყალი დალიონ ამ ადამიანებმა, რომლებიც ერთმანეთში აურევენ და აზელენ ხოლმე „ქართულად ოცნებას“ და რუსეთის ფაქტორს იმიტომ, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ მთლიანად ამ პროცესის.

ანუ სამართლებრივი საკითხი აქ გადაწყვეტილია და არავინ ამ საგანს კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს, მაგრამ მეორე საკითხი, რაც არის ძირითადი თემა ამ საგამოძიებო კომისიის არის ის, რომ ყველაფერთან ერთად საქართველოს მოსახლეობას აქვს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, როგორც იმაზე თუ როგორ მივედით ამ ომამდე, ასევე, ამ ომის განმავლობაში მიმდინარე პროცესზე და ომის შემდგომ დაკავშირებულ ნაბიჯებზეც, სად იყო ხელისუფლება, რას აკეთებდა იმისთვის, რომ ომი აერიდებინა თავიდან? ომის დროს, რატომ ხდებოდა ხოლმე, რომ ისეთი პოლიტიკური პირები ხდებოდნენ გენერლები და ისეთი პოლიტიკური პირები აიღებდნენ სამხედრო გადაწყვეტილების, რომლებსაც არ ჰქონდათ ამის უფლებამოსილებები და ომის შემდგომაც ძალიან ხშირად ვამბობთ ხოლმე მაგალითად ევროპის საბჭოს რეზოლუციაზე, სადაც საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ჯარი დაადანაშაულა მაშინდელმა ხელისუფლებამ ომის დაწყებაში. ამიტომ ეს კითხვები არსებობს, ეს არის ლეგიტიმური კითხვები და ეს უბრალოდ ეს ნაბიჯები, რაც მაშინ მთავრობამ გადადგა ეს არ არის უბრალოდ რაღაც დაშვებული შეცდომები, ეს სცდება შეცდომების კატეგორიას და გადადის ხშირ შემთხვევაში დანაშაულებში. ამიტომ ამ ლეგიტიმურ კითხვებს სჭირდება პასუხი და შეზავება ამ კითხვების და ამ პროცესის, რომ რუსეთ ვინმემ მაამებლურად მოექცევა, ეს არის აბსოლუტურად ღიმილის მომგვრელი.

რაც შეეხება დასავლეთის რეაქციას, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი საკითხი, დასავლეთ არასდროს საჯაროდ არ უღიარებია წინა რეჟიმის ძალიან ტრაგიკული მემკვიდრეობა და სისტემური დანაშაულები, რაც მაშინ ხდებოდა. ამიტომ თუკი რამეს ველოდებით ჩვენ დასავლეთისგან, კოლექტიური დასავლეთისგან თუკი რამის სურვილი გვაქვს, გვაქვს, რომ უპირველეს ყოვლისა აღიარებული იყოს ეს ძალადობრივი სისტემა, ძალადობრივი რეჟიმი“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები