საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერს, მარინ ლე პენსს სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარინ ლე პენსისთვის დაწესებული სასჯელი ორ ნაწილად იყოფა, ორი წელი „მკაცრი“ სასჯელი, რომელიც შეიძლება მოიხადოს ელექტრონული სამაჯურით (შინაპატიმრობით) და ორი წელი პირობითი სასჯელი. მას ასევე 100 000 ევროს ჯარიმის გადახდა დააკისრეს.
ამასთან, ლე პენს საჯარო თანამდებობის დაკავება 5 წლის განმავლობაში აეკრძალა, რაც ძალაში დაუყოვნებლივ შედის და მას, ფაქტობრივად, 2027 წლის საპრეზიდენტო რბოლიდან გამორიცხავს.
როგორც მედია იუწყება, ლე პენი განაჩენს გაასაჩივრებს.
შეგახსენებთ, ფრანგი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი პარიზის სასამართლომ ევროკავშირის თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო.