“იმ ფსონმა ვერ გაამართლა, რაც ოპოზიციაზე იყო დადებული, საზოგადოების მხარდაჭერა ვერ მიიღეს“ – მათიკაშვილი

“თუ ვინმემ საქართველო ყველაფრის ფასად დაიცვა, ეს ხელისუფლებაა”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„ხელისუფლებამ ქვეყანას ის უდიდესი უბედურება აარიდა, რომელიც ქვეყანას ელოდებოდა. მარტივად შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, რა დღეში იქნებოდა საქართველო, ხელისუფლება რომ რადიკალების და აგენტურის მოთხოვნას დაყოლოდა და საქართველო იმავე საომარ მოქმედებებში ჩართულიყო, რაშიც ჩვენი მეგობარი უკრაინა ჩაერთო.

იმ ფსონმა ვერ გაამართლა, რაც ოპოზიციაზე იყო დადებული. საზოგადოების მხარდაჭერა ვერ მიიღეს“,- აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები