პუტინის წარმომადგენელი: რუსეთი და აშშ რუსეთში იშვიათი წიაღისეულის პროექტებზე მოლაპარაკებებს განიხილავენ

რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა დაიწყეს მოლაპარაკებები იშვიათი დედამიწის ლითონებისა და სხვა პროექტების შესახებ რუსეთში,- ამის შესახებ განაცხადა პრეზიდენტ,  ვლადიმერ პუტინის საინვესტიციო წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა.

მან ამ შეთანხმებას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი სფერო უწოდა.

„იშვიათი დედამიწის ლითონები თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანი სფეროა და ჩვენ, რა თქმა უნდა, დავიწყეთ დისკუსიები იშვიათი დედამიწის ლითონებისა და პროექტების შესახებ რუსეთში“, – თქვა დმიტრიევმა.

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მცდელობების ფონზე, დაასრულოს ომი უკრაინაში, წიაღისეულის სფეროში თანამშრომლობა დაიწყო როგორც კიევმა, ასევე მოსკოვმა.

შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის შესაძლო მინერალური გარიგების შესახებ მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა შესთავაზა აშშ-ს ერთობლივად გამოიკვლიონ იშვიათი დედამიწის ლითონების რუსული საბადოები, როგორც ქვეყნებს შორის მომავალი ეკონომიკური შეთანხმების ნაწილი.

თუმცა, ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, უარი თქვას შემოთავაზებულ შეთანხმებაზე

რუსული მედიის ინფორმაციით, თანამშრომლობის საკითხი შეიძლება განხილული იქნეს აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე, რომელიც სავარაუდოდ, აპრილის შუა რიცხვებში, საუდის არაბეთში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები