ირაკლი კობახიძე – მთავრობის ადმინისტრაციის აუდიტის სამსახურის ფუნქციები გაფართოვდება და არა მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციის, არამედ მთლიანად მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის ზედამხედველობის ფუნქციაც მიენიჭება

გაფართოვდება მთავრობის ადმინისტრაციის აუდიტის სამსახურის ფუნქციები და მას არა მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციის, არამედ მთლიანად მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის ზედამხედველობის ფუნქციაც მიენიჭება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს დღეებში დაინიცირდება საქართველოს პარლამენტში.

„გაძლიერდება თანამშრომლობა მთავრობის ადმინისტრაციასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის, დაინერგება რეალურ დროში აუდიტის პრაქტიკა, რაზეც გვქონდა კონსულტაციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. ამ ინიციატივის მიზანია, სამინისტროების მიერ განხორციელებული პროექტების ხარჯ ეფექტიანობისა და ხარისხის მაქსიმალური გაუმჯობესება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები