სენატორი ერიკ შმიტი: USAID-ის დახურვა დიდი გამარჯვებაა არა მხოლოდ ამერიკისთვის, არამედ მთელი დასავლური ცივილიზაციისთვის

აშშ-ის კონგრესის სენატის წევრმა მისურის შტატიდან, ერიკ შმიტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ USAID-ის დახურვა დიდი გამარჯვებაა არა მხოლოდ ამერიკისთვის, არამედ მთელი დასავლური ცივილიზაციისთვის.

„ახლა უკვე ოფიციალურად: USAID-ი მკვდარია. ეს დიდი გამარჯვებაა არა მხოლოდ ამერიკისთვის, არამედ მთელი დასავლური ცივილიზაციისთვის“, – დაწერა შმიტმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს, რომ ის ფაქტობრივად შლის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ხოლო მის ზოგიერთ ფუნქციას დეპარტამენტი შეითავსებს. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ USAID-ის რეორგანიზაცია 1-ელი ივლისისთვის დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები