შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილზე: ზუსტად ვიცით, რომ მაკკეინის ინსტიტუტის დაქირავებული ადამიანია
რატომ არ სცემენ პასუხს, ვისი ფულით დადიან საზღვარგარეთ? სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ზუსტად ვიცით, რომ მაკკეინის ინსტიტუტის დაქირავებული ადამიანია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.
„საზღვარგარეთ რომ დადიან, დღეს ტელევიზორში ვხედავდი „გირჩი“-დან მომავალ ჯაფარიძეს და ელენე ხოშტარიას, რომ იყვნენ ბალტიის ქვეყნებში და სკანდინავიაში. ვიკითხე საჯაროდ, ვისი ფულით დადიან, რატომ არ სცემენ ამ კითხვას პასუხს? ხომ ამბობენ, ქართველი პოლიტიკოსები ვართო, საქართველოს ხელისუფლებაში უნდა ვიყოთ, ქართველი ხალხის ბედი უნდა გადავწყვიტოთო და ვისი ფულით, ვინ უხდის მათ ფულს, რატომ მალავენ?“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.