პესკოვი: რუსეთი იტოვებს უფლებას, არ დაემორჩილოს დროებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას

რუსეთი იტოვებს უფლებას, არ დაემორჩილოს 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, თუ მას უკრაინაც არ დაემორჩილება,- ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი აცხადებს.

“რუსეთმა შეთანხმებას მიაღწია ამერიკელ კოლეგებთან. ამავდროულად, თუ კიევის რეჟიმი მორატორიუმს არ დაემორჩილება, რუსეთის მხარე, რა თქმა უნდა, იტოვებს უფლებას, ასევე არ დაემორჩილოს მას. ალოგიკური იქნება ჩვენი მხრიდან დავემორჩილოთ ცეცხლის შეწყვეტას და ყოველ ღამე მივიღოთ დარტყმები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე” – ამბობს პესკოვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები