ნანა კაკაბაძე აგვისტოს ომზე: ერთ-ერთი მთავარი ბრალდებული ამ საქმეში იქნება ის პირი, რომელიც იმ პერიოდში ატარებდა მთავარსარდლის ტიტულს, იყო ქვეყნის პრეზიდენტი და მისი პასუხისმგებლობაა ყველაფერი

„გამოსაძიებელი რჩება ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტი – სააკაშვილის მხრიდან რა ინტერესები არსებობდა, ვისი დაკვეთა იყო და რას ახორციელებდა ამ ომით სააკაშვილი. იმედი მაქვს ეს ამ სხდომებით გამოიკვეთება და პროკურატურა ასეთ მტკიცებულებებს ვერ აარიდებს თავს და ეს გახდება მსჯელობის საგანი,“ – ამის შესახებ, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ნანა კაკაბაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, დაკარგო იურიდიული კონტროლი შენ ტერიტორიაზე, სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულია, რომ ეს არის დასჯადი ქმედება.

„თუ მტკიცებულებები გამოიკვეთა, რომელიც ამ კომისიის სხდომებზე გაჟღერდა როგორ შეიძლება ამ პასუხისმგებლობას გვერდი აუაროს საქართველოს პროკურატურამ და არ წაუყენოს ბრალი სააკაშვილის ამ მიმართულებითაც. ერთ-ერთი მთავარი ბრალდებული ამ საქმეში იქნება ის პირი, რომელიც იმ პერიოდში ატარებდა მთავარსარდლის ტიტულს, იყო ქვეყნის პრეზიდენტი და მისი პასუხისმგებლობაა ყველაფერი, რაც ქვეყანაში მოხდა. დაკარგო იურიდიული კონტროლი შენ ტერიტორიაზე, სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულია, რომ ეს არის დასჯადი ქმედება. ფაქტია, ჩვენ დავკარგეთ კი არა, კონფლიქტური ურთიერთობებიდან ჩვენ გადავედით იმაში, რომ დაწყებულიყო პროცესი ჩვენი ტერიტორიების აღიარებისა სხვაგან და ეს არის უმძიმესი დანაშაული საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. თან ამ ჩვენებებში იკვეთება, რომ საქართველოს მოსახლეობის ინტერესი არ გააჩნდა არც ქვეყნის პირველ პირს და მთავარსარდალს, არც გენერალს, რომელიც უშუალოდ ამაზე იყო პასუხისმგებელი“, – აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტში საქმიანობას განაგრძობს. ამ ეტაპზე კომისიის წევრები იკვლევენ 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და აგვისტოს ომის მიმდინარეობას.
დღეს კომისიის წინაშე მამუკა ყურაშვილი, გოგა ხაინდრავა, ირაკლი ბათიაშვილი და გიორგი ვოლსკი წარდგნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები