ზერტში გზის რეაბილიტაცია დაიწყო
გორის მერიის ინფორმაციით, ზერტში გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
მათივე ცნობით, პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.
“გზის სიგრძე 2 კმ და 861 მეტრია.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის საფუძვლის მოწყობა.
პროექტის მიხედვით მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, მიერთებები, ეზოში შესასვლელები, სანიაღვრე სისტემა, საგზაო ნიშნები და მონიშვნები.
სამუშაოების ღირებულება 2 705 500 ლარია”,- წერია ინფორმაციაში.