ბეიბი დიდრიქსონ ზაჰარიასი — ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენი
ბეიბი დიდრიქსონ ზაჰარიასი გახლდათ, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპორტსმენი, რომელიც ცნობილია წარმოუდგენელი მრავალფეროვნებითა და მნიშვნელოვანი მიღწევებით სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ის 1911 წლის 26 ივნისს პორტ-არტურში, ტეხასის შტატში დაიბადა. მუშათა კლასის ოჯახში გაზრდილმა გოგონამ ადრეული ბავშვობიდანვე გამოავლინა სპორტის მიმართ ინტერესი. ეს ძალიან ახარებდა მამამისს, რომელიც ხელს უწყობდა ქალიშვილის სპორტულ საქმიანობას. თინეიჯერობისას ის ადგილობრივ ვაჟთა გუნდებში ბეისბოლს თამაშობდა.
1932 წლის ლოს-ანჯელესის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე იგი შეერთებული შტატების სახელით გამოვიდა. ახალგაზრდა გოგონამ ისტორია დაწერა და ორი ოქროს (80 მეტრზე დაბრკოლებებზე გადახტომასა და შუბის სროლაში) და ერთი ვერცხლის (სიმაღლე ხტომაში) მედალი მოიგო. პირველ ორ შემთხვევაში, მსოფლიო რეკორდები დაამყარა. ზაჰარიასი წარმოუდგენელმა მიღწევებმა მას ადგილი დაუმკვიდრა სპორტის ისტორიაში და გახადა ის ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტსმენი.
მიუხედავად მძლეოსნობაში წარმატებისა, ბაბი დიდრიქსონ ზაჰარიასმა ყურადღება მიაპყრო გოლფს, სადაც კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია. იგი შეუერთდა ქალთა პროფესიონალური გოლფის ასოციაციას 1945 წელს და მოკლე დროშივე გახდა ამ სპორტის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი. ზაჰარიასმა მოიგო 10 ძირითადი ჩემპიონატი, მათ შორის, ხუთი აშშ-ის ქალთა ღია ტიტული, რამაც ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქალ გოლფის მოთამაშედ აქცია.
მისი კონკურენტუნარიანი სულისკვეთება და თამაში ქალებისთვის რევოლუციური იყო. ამან ხელი შეუწყო ქალთა გოლფის აღიარებას როგორც ეროვნულ, საერთაშორისო სცენაზე. ზაჰარიასმა საფუძველი ჩაუყარა სპორტსმენ ქალთა მომავალ თაობებს არა მხოლოდ გოლფში, არამედ სპორტის სხვა სახეობებშიც და დაამტკიცა, რომ ქალებს შეუძლიათ უმაღლეს დონეზე ასპარეზობა.
სპორტსმენის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი ასპექტი იყო მისი უნარი, გადაელახა მრავალი პირადი და პროფესიული წინააღმდეგობა. 1953 წელს მას მსხვილი ნაწლავის სიმსივნე დაუდგინეს, მაგრამ უმაღლეს დონეზე თამაში განაგრძო და გაუტეხელი ნებისყოფა ნებისყოფა. 1954 წლის აშშ-ის ქალთა ღია ჩემპიონატი ზაჰარიასმა სიმსივნის მკურნალობის პარალელურად მოიგე, რამაც სპორტში მისი პოზიცია კიდევ უფრო გაამყარა.
ბეიბი დიდრიქსონ ზაჰარიასი გარდაიცვალა 1956 წლის 27 სექტემბერს, 45 წლის ასაკში. იგი შეყვანილია ქალთა დიდების დარბაზში და ის რჩება მონდომების, ათლეტიზმისა და სპორტში ბარიერების დარღვევის სიმბოლოდ. გარდა ამისა, დასახელებულია Associated Press-ის წლის საუკეთესო სპორტსმენ ქალად და დაჯილდოებულია თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით.