ირაკლი ქადაგიშვილი: როდესაც ოპოზიციური ნიშა დაკავებულია, ოკუპირებულია ანტიდემოკრატიული ძალებით, რა თქმა უნდა, ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური ქსოვილის განვითარება ფერხდება
,,ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას აპირებს.
,,როდესაც ოპოზიციური ნიშა დაკავებულია, ოკუპირებულია ანტიდემოკრატიული ძალებით, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა ფერხდება ნორმალური პოლიტიკური ქსოვილის განვითარება ქვეყანაში.
ამიტომ, ასეთი ძალების ჩამოშორება, როგორც მორალური პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით გზას გაუხსნის ქვეყანაში ნორმალური ოპოზიციის ჩამოყალიბებას და გაძლიერებას“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.