ვლადიმერ ბოჟაძე: „ნაცმოძრაობა” უნდა გაემიჯნოს ქართულ პოლიტიკას
,,ის რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არამხოლოდ 2012 წლამდე, არამედ მერეც აგრძელებდა ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის მტრობას, ამის არაერთი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია”, – ამის შესახებ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს პარტია ქართულ პოლიტიკას უნდა გაემიჯნოს.
„ეს იყო დაკავშირებული იგივე ევროინტეგრაციასთან, არაერთი მცდელობა ჰქონდათ არეულობის, დესტაბილიზაციის, უკრაინიზაციის და მაიდანიზაციის. ეს იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობა“ როგორც რეჟიმი და მათი წარმომადგენლები, უნდა გაემიჯნონ ქართულ პოლიტიკას“, – აღნიშნა ბოჟაძემ.