თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ, არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო როგორ შეიძლება დაზარალდეს ჩვენი მოსახლეობა და ქართული არმია
,,ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ, არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო როგორ შეიძლება დაზარალდეს ჩვენი მოსახლეობა და ქართული არმია”,- ამის შესახებ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამომსვლელთა განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, ყველა პოლიტიკოსი გადაწყვეტილების მიღებამდე შედეგებზე უნდა დაფიქრდეს.
„ეს უნდა იყოს მაგალითი ყველა პოლიტიკოსისთვის მომავალში, რომ ვიდრე ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას მიიღებს, ძალიან სერიოზულად დაფიქრდეს მის შედეგებზე“, – აღნიშნა დეპუტატმა.