რატი იონათამიშვილი ევროსაბჭოს ორგანიზებულ ტრენინგზე: როდესაც, მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციები იკრიბებიან, იქ რა თქმა უნდა დღის წესრიგში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები არ დგას

“ნებისმიერი ასეთი აქტივობა საბოლოო ჯამში კრახისთვის არის განწირული, მაგრამ თავისას, რომ არ იშლიან და ცდილობენ იგივე გააგრძელონ, ვფიქრობ ამით საკუთარ თავს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში იგდებენ”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” წევრი რატი იონათამიშვილი ინფორმაციას, რომლის თანახმად, ევროსაბჭოს ორგანიზებით ბათუმში ტრენინგი მიმდინარეობს, რომელსაც არასამთავრობო სექტორიც ესწრება.

მისივე თქმით, როდესაც, მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციები იკრიბებიან, იქ დღის წესრიგში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები არ დგას.

„ჩვენ უკვე კარგად ვიცით, რომ როდესაც, მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციები იკრიბებიან, იქ რა თქმა უნდა დღის წესრიგში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები არ დგას, იქ კონკრეტული დავალებების გაცემისა და შესრულების ამოცანებს ისახავენ, რაც სრულიად ეწინააღმდეგება დემოკრატიულ და სუვერენულ პრინციპებს და არის პირიქით, დესტრუქციისა და დემოკრატიის ძირის გამომთხრელ საქმიანობასთან დაკავშირებული. სხვა საკითხია, რომ ნებისმიერი ასეთი აქტივობა საბოლოო ჯამში კრახისთვის არის განწირული, მაგრამ თავისას რომ არ იშლიან და ცდილობენ იგივე გააგრძელონ, ვფიქრობ ამით საკუთარ თავს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში იგდებენ“, – აცხადებს იონათამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები