“იმ ადამიანებს, რომლებიც დავით კეზერაშვილისგან ან ოდიოზური ფონდებიდან ფინანსდებიან, არ აინტერესებთ დემოკრატია, მათ მხოლოდ პირადი სარგებელი აინტერესებთ” – იონათამიშვილი
“იმ ადამიანებს, რომლებიც დავით კეზერაშვილისგან ან ოდიოზური ფონდებიდან ფინანსდებიან, არ აინტერესებთ დემოკრატია, მათ მხოლოდ პირადი სარგებელი აინტერესებთ”, – ამის შესახებ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
ამით მან არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ჟურნალისტ, ნინო ზაუტაშვილისა და მისი რამდენიმე კოლეგის შესაძლო დაფინანსებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.
„ჩვენ იმ ადამიანებისგან, ვინც ცალკეულ შემთხვევებში ვიცით, რომ ებრძოდა ამ შემთხვევაში საზოგადოებრივ მაუწყებელს, ისინი პირდაპირ კეზერაშვილისგან ფინანსდებოდნენ. როდესაც ამაზე დისკომფორტი არ გაქვს და კიდევ თითქოს ითხოვ სიტყვის თავისუფლებას, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის ყალბი და არის ფარისევლობა მათი მხრიდან, ვინაიდან ის, ვინც ფინანსდება კეზერაშვილისგან ან ისინი, ვინც ასეთი ოდიოზური ფონდების მხრიდან იღებენ დაფინანსებას, მათ არ აინტერესებთ დემოკრატია, მათ აინტერესებთ მხოლოდ პირადი სარგებლის ნახვა და გარე დავალებების შესრულება”, – განაცხადა იონათამიშვილმა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ინფორმაცია “იმ ადამიანების სავარაუდო უკანონო შემოსავლებზე, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ე.წ. მცველებად წარმოაჩენენ თავს”.