“ხელისუფლებას აქვს ის რეალისტური მიზნები, რომლებიც სრულად უზრუნველყოფს, საქართველო იყოს მზად 2030 წლისთვის ევროკავშირის გაფართოების ახალი ტალღისათვის ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მაღალი სტანდარტებით” – გიორგი აბაშიშვილი
“ხელისუფლებას აქვს ის რეალისტური მიზნები, რომლებიც სრულად უზრუნველყოფს, საქართველო იყოს მზად 2030 წლისთვის, ევროკავშირის გაფართოების ახალი ტალღისათვის, ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მაღალი სტანდარტებით”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა ისაუბრა.
მან კომენტარი ეკონომიკური ფორუმის მეჩვიდმეტე დისკუსიის შესახებ გააკეთა.
დისკუსიის თემა „რეგიონული პოლიტიკა და ეკონომიკური ზრდა – ხელისუფლების როლი“ იყო.
„საუბარი შეეხებოდა სწორედ ხელისუფლების, ბიზნესის და განათლების სექტორის თანამშრომლობას, გამოწვევებს და შესაძლებლობებს, რომლებიც გვაქვს. მიზნები ამბიციურია, თუმცა, დღეს ყველა შეთანხმდა, რომ ხელისუფლებას აქვს ის რეალისტური მიზნები, რომლებიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს მზაობას და ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა, იყოს მზად 2030 წლისთვის ევროკავშირის გაფართოების ახალი ტალღისათვის ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მაღალი სტანდარტებით”, – განაცხადა აბაშიშვილმა.