რუსეთის მიერ სუმის ოლქზე იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

გასული ღამის განმავლობაში, რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე საჰაერო შეტევა განახორციელა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა და ერთი დაშავდა,- ამის შესახებ, უკრაინული მედია იუწყება.

„გამოძიების თანახმად, 2025 წლის 23 მარტს, მთელი დღის განმავლობაში, ოკუპანტებმა ისროდნენ და ჩამოაგდეს მართვადი საჰაერო ბომბები სუმის რაიონის მიროპოლის თემის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

მტრის თავდასხმის შედეგად დაიღუპა 61 წლის მაღაზიის გამყიდველი, კიდევ ერთი დაიჭრა“,- აცხადებს სუმის ოლქის პროკურატურა.

ამასთან, დაბომბვის შედეგად დაზიანდა და განადგურდა რამდენიმე კერძო სახლი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები