„რუსეთის მხრიდან ახალი ემბარგო გამორიცხული არ არის“
“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე რუსეთის მხრიდან მორიგ ემბარგოს არ გამორიცხავს. როგორც მინისტრმა განმარტა, ასეთ შემთხვევაში საქართველო ახალ ვითარებას მოერგება.
თუ რატომ არ უერთდება საქართველო უკრაინის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ამ შემთხვევაში ის ეთანხმება პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის პოზიციას, რომლის აზრითაც, საქართველოს რუსეთთან იმ მასშტაბის ტვირთბრუნვა არ აქვს, რომ სანქციას აზრი ჰქონდეს.
“საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა, რათა აღდგენილიყო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან. ეს არის წარმატება აბაშიძე-კარასინის ფორმატისა. რასაკვირველია, არ არის გამორიცხული ახალი ემბარგო, თუმცა თუკი ეს ისევ განმეორდება, ჩვენ შევეგუებით და მოვერგებით ახალ სიტუაციას. სამწუხაროა, რომ ბერლინში გუშინდელი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა, მაგრამ ვფიქრობ, ეს არის ერთადერთი სწორი გზა, სწორედ ასეთი შეხვედრებით და დიპლომატიური ძალისხმევით უნდა მოხდეს სიტუაციის დარეგულირება”, – აღნიშნა ფანჯიკიძემ.