ზარქუა – NDI-ის გამოკითხვაზე: კვლევების პოლიტიკური ნაწილი მაინცდამაინც მისი ძლიერი მხარე არ არის, ეს არჩევნებით მტკიცდება

NDI ჩვენს ქვეყანას ბევრ რამეში ეხმარება, მათ შორის, გადამზადებასა და ტრენინგებში, მაგრამ კვლევების პოლიტიკური ნაწილი მაინცდამაინც მისი ძლიერი მხარე არ არის. ეს არჩევნებით მტკიცდება, – ასე აფასებს “ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ზარქუა NDI-ის დღეს გავრცელებულ მორიგ კვლევას.

მისი თქმით, პრობლემა არა კომპანიის სათავო ოფისი, არამედ საქართველოში იმ გამოკითხვის ჩამტარებელ ორგანიზაციასთანაა, რომელიც, ზარქუას თქმით, “ნაციონალურ მოძრაობასთან” ასოცირდება.

„NDI ჩვენს ქვეყანას ბევრ რამეში ეხმარება, მათ შორის, გადამზადებასა და ტრენინგებში, მაგრამ კვლევების პოლიტიკური ნაწილი მაინცდამაინც მისი ძლიერი მხარე არ არის. ეს არჩევნებით მტკიცდება. დარწმუნებული ვარ, ახლაც საზოგადოებაში რადიკალურად განსხვავებული განწყობა გვაქვს, თუმცა ერთ ტენდენციას ნამდვილად ასახავს – მმართველ პარტიას გაცილებით მეტი პოლიტიკური რეიტინგი აქვს, ვიდრე ერთად აღებულს ოპოზიციას. პროცენტებში არ შევდივარ, რადგან არ ვეთანხმები, ვინაიდან NDI-ის ძლიერი მხარე კვლევები არ არის. უნდა ითქვას, რომ სოციალურ ნაწილსაც პოლიტიკურად იყენებენ. 2020-ის არჩევნებში რა პროცენტი დაწერა გახსოვთ? – პარლამენტში ვართ წარმოდგენილი და ლეგიტიმაცია დასავლეთმა მოგვანიჭა. ასევე, გადახედეთ თვითმმართველობის არჩევნებზე რას წერდა და რა შედეგი მივიღოთ. შესაბამისად, საფუძველი მაქვს, ამ განცხადების გაკეთების. ეს NDI-ის სათავო ოფისის პრობლემა კი არ არის, ეს იმ ორგანიზაციის პრობლემაა, რომელიც საქართველოში საველე გამოკითხვებს ატარებს და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პირდაპირ ასოცირდება. რეალობას აქაც ვერ გაექცნენ და დაუწერეს ის, რაც დაუწერეს მთლიანად ოპოზიციას ერთად აღებული. ეს კიდევ ერთი შემოლაწუნებაა ოპოზიციისთვის, რომ გონს მოეგოს, ხელი შეუწყოს ევროინტეგრაციას და ალტერნატიული სისულელეებზე არ იმუშაოს“, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები