რის გაკეთებას გეგმავს კალაძის გუნდი სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართულებით თბილისში

დედაქალაქის მერის მოდგილის, ანდრია ბასილაიას განცხადებით, კახა კალაძის გუნდის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ჯანსაღი ცხოვრების წესში, რისთვისაც შესაბამისი პროგრამები შეიმუშავეს.

„ჩვენ დავაორგანიზებთ სასკოლო და საუნივერსიტეტო ლიგებს, რაშიც ქალაქში არსებული 300-მდე სკოლა და 40-მდე უმაღლესი სასწავლებელი შეძლებს ჩართვას. ეს ხელს შეუწყობს სპორტის განვითარებასს.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია რეაბილიტაცია. მუნიციპალურ ცენტრებში ძალიან ბევრი ახალგაზრდა ვარჯიშობს. ჩვენ შევქმენით ახალი პროგრამა, რომლის მიზანიც გამოკვლევა და რეაბილიტაციაა. ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად განვითარდნენ ჩვენი სპორტსმენები. ეს რეაბილიტაციის პროგრამა კი ამას ხელს შეუწყობს.

ჩვენთვის, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი უფროსი თაობა. ჩვენ მოვიფიქრეთ ასეთი პროგრამა – ყველა მუნიციპალურ სპორტულ ცენტრში გამოიყოფა შესაბამისი საათები და მათ სრულიად უფასოდ შეეძლებათ სპორტული ცენტრების გამოყენება.

ძალიან კარგი ინიციატივა გამოიჩინა პრემიერ-მინისტრმა და გაზარდა ის წახალისება, რომელიც ოლიმპიადაზე ჩვენს წარმატებულ სპორტსმენებს ეძლევათ. ჩვენც გვინდა გამოვარჩიოთ ჩვენი წარმატებული სპორტსმენები და ყველა თბილისელი სპორტსმენი, რომელიც მიაღწევს წარმატებას ოლიმპიადაზე, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, დამატებით იქნება წახალისებული ჩვენი მხრიდან.

პრიორიტეტად რჩება ქალთა და შშმ პირთა ჩართულობა სპორტში. ჩვენ შევქმენით ახალი პროგრამა, რომლის მიზანია, დავუფინანსოთ ამ გუნდებს ეკიპირება და ვუქირაოთ სხვადასხვა სივრცე, რათა უპრობლემოდ შეძლონ სპორტულ ცხოვრებაში ჩართვა. ასევე, წავახალისებთ, წარმატებულ ქალთა და პარასპორტსმენთა გუნდებს.

გარდა ამისა, პრიორიტეტად რჩება დედაქალაქში მასშტაბური საერთაშორისო ტურნირების ჩატარება. როგორც იცით, მომავალ წელს დედაქალაქი ევრობასკეტს უმასპინძლებს. ამასთანავე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მსხვილ გლობალურ სპორტულ ღონისძიებებზე, რომელთაც ახლო მომავალში დავაანონსებთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები