კახა კალაძე მერობის კანდიდატებს ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდებს

დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, მერობის ყველა კანდიდატს მოუწოდებს, ნარკოტესტი ჩააბაროს.

როგორც კალაძემ პირდაპირ ეთერში განაცხადა, თავად მზადაა, ეს ტელევიზიების თანდასწრებით, ორშაბათსვე გააკეთოს.

“ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის, წინა ცხოვრებიდან გამომდინარე. კამპანიები უნდა ვაწარმოოთ: “არა ნარკოტიკს”, “ნარკოტიკი კლავს”. დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერში საზოგადოებაც ჩაერთვება და ძალიან ბევრი ადამიანი დამიჭერს მხარს. არასდროს არანაირ ნარკოტიკთან არ მქონია შეხება. სხვათა შორის, ჩვენ, მერობის კანდიდატებს, არ მიგვეთხოვება, როგორც დეპუტატობის კანდიდატებს, ნარკოტესტის ჩაბარება. ახლა, მინდა, მივმართო ყველა კანდიდატს: კეთილი ვინებოთ და ყველამ ჩავაბაროთ ნარკოტესტი, შედეგები კი საზოგადოებას წარვუდგინოთ. მე მზად ვარ, ორშაბათს გავაკეთო ეს ტელევიზიების თანდასწრებით”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები