კალაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა პოლიტიკური სპეკულაციაა

თბილისის მერის და პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა პოლიტიკური სპეკულაციაა. როგორც მერმა აღნიშნა, პირველი პარტია, რომელმაც დოკუმენტს ხელი მოაწერა, „ქართული ოცნება“ იყო.

„ეს ხომ უკვე ყველაფერი წარსულია. წარსულს უკან ვერ დავაბრუნებთ. სამწუხაროა, რომ ეს ასე მოხდა. „ქართული ოცნება“ იყო პირველი პოლიტიკური პარტია, რომელმაც შეთანხმებას ხელი მოაწერა. შესაბამისად, შეთანხმება ვერ შედგება, თუ არ არსებობს მეორე მხარე. ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ არ მოაწერა ხელი. გვახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მძიმე კამპანია ამ დოკუმენტის წინააღმდეგ. როგორი შეურაცხმყოფელი განცხადებები იყო არა მხოლოდ „ქართული ოცნების“, არამედ ჩვენი დიპლომატიური კორპუსის მიმართ. მათი გადაწყვეტილება მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა და მეტი არაფერი,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები