დავით დვალი: აუცილებლად მივალ პარლამენტში, მადლობა ლევან კობერიძეს ამ საშუალებისთვის, ღია ვართ დებატებისთვის

0

აუცილებლად მივალ პარლამენტში, მადლობა ლევან კობერიძეს ამ საშუალებისთვის, ღია ვართ დებატებისთვის, – ამის შესახებ  „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დავით დვალმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

ის მიესალმება დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან კობერიძის შეთავაზებას, რომ ტელეკომპანიის საკუთრების დავის თემაზე მასთან და ჯარჯი აქიმიძესთან პარლამენტში ღია ფორმატის შეხვედრა გაიმართოს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, ყველასთან ღიად ვისაუბროთ ამ პრობლემებზე. ღია ვართ დებატებისთვის“,- განაცხადა დავით დვალმა.

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე „რუსთავი 2“-ის საკუთრების დავის თემაზე დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს, რამდენიმე დეპუტატთან ერთად, პარლამენტში ღია ფორმატის შეხვედრისა და მსჯელობის გამართვას სთავაზობს. მისივე თქმით, შეხვედრა მედიისა და დაინტერესებული პირების დასწრებით შედგება.

კომენტარები

კომენტარი