სატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერების ვალდებულება ორი წლით გადაიწევს

სატრანსპორტო საშუალებების ტექდათვალიერების ვალდებულება ორი წლით, 2017 წლის 31 დეკემბრისთვის გადაიწევს. შესაბამისი კანონპროექტი მთავრობის ინიციატივით პარლამენტს უკვე წარედგინა და მისი დაჩქარებული წესით განხილვა იგეგმება.
“საგზაო მოძრაობის შესახებ” ჯერ კიდევ მოქმედი კანონის თანახმად, საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო მიმდინარე წლის 1 მარტიდან ხდება.
ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით, გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო ტესტირებას მხოლოდ ის სატრასპორტო საშუალებები ექვემდებარებიან, რომლებიც ახორციელებენ ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვას, სახიფათო ტვირთის გადაზიდვას და რომელთაც სამი ტონა და მეტი ტვირთამწეობა გააჩნიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები