გიორგი ვოლსკი – ბესო ხარძიანის საქმეზე: იმ რეალობის ერთ-ერთი ძალიან მტკივნეული და მწვავე ეპიზოდია აღწერილი

„კერძო საკუთრების წართმევაში მაშინდელი ხელისუფლების გარდა ჩართული იყო „თიბისი“ ბანკის მაშინდელი ხელმძღვანელობა,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, ბესო ხარძიანის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულები არამარტო სამართლებრივად, არამედ პოლიტიკურადაც უნდა შეფასდეს.

„იმ რეალობის ერთ-ერთი ძალიან მტკივნეული და ძალიან მწვავე ეპიზოდია აღწერილი, როდესაც ნაწამები ადამიანი და ასეთი ზეწოლის ქვეშ მყოფი ადამიანი პრაქტიკულად დაჩაგრა არა მარტო ხელისუფლებამ, რომელიც სადისტური მეთოდებით მართავდა საქართველოს, არამედ კერძო საკუთრების წართმევაში ჩართული იყო კონკრეტული სტრუქტურა „თიბისი“ ბანკის მაშინდელი ხელმძღვანელობა, რომლებიც დღეს პოლიტიკურ ველზე არიან და დიდი ამბიციებით ესაუბრებიან საზოგადოებას.

პოლიტიკური შეფასება იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ვინაიდან წარსულის გამოძახილით დღეს განაპირობებს საქართველოში რევოლუციურ სცენარს და ამ რევოლუციური სცენარის სათავეში კვლავ იმ ადამიანებს, რომლებმაც ამდენი ბოროტება ჩაიდინეს მმართველობის პერიოდში“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის” დროს, პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, ბიზნესზე ზეწოლისა და წამების ერთ-ერთი საქმე, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის საქმე განიხილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები