კონსტანტინ კოსაჩოვი: ნებისმიერი შეთანხმება რუსეთის პირობებით უნდა იყოს და არა ამერიკის

ჯედაში ამერიკულ-უკრაინული მოლაპარაკებების შედეგები მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს: ზელენსკის მიერ ტრამპთან შესრულებული სცენარი – „კუდის ქნევა ძაღლისთვის“, ბაიდენისგან განსხვავებით, ნამდვილად არ მუშაობს,- ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერი, კონსტანტინ კოსაჩოვი საუდის არაბეთში ამერიკისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გამართულ მოლაპარაკებებს.

მისივე განცხადებით, რეალური შეთანხმებები ფრონტზე იწერება და აშშ-მა ეს უნდა გაიგოს.

„პირობები ამერიკულია და არა უკრაინული. უკრაინელები ეთანხმებიან იმას, რასაც ეუბნებიან. რუსეთი უკრაინაში წინ მიიწევს და, შესაბამისად, რუსეთთან საქმე სხვაგვარად იქნება. ნებისმიერი შეთანხმება – ჩვენი პირობებით და არა ამერიკის. რეალური შეთანხმებები ჯერ კიდევ იქ, ფრონტზე იწერება. ეს არის ის, რაც ვაშინგტონშიც უნდა გაიგონ“, – წერს კოსაჩოვი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინა მზად არის 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები