აშშ-მა კიევისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების გაწევა განაახლა – პაველ პალისა

აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარების მიწოდება უკვე აღუდგინა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილემ, პაველ პალისამ განაცხადა.

პალისა საუდის არაბეთში აშშ-სა და უკრაინას შორის გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა.

„მე მაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ აშშ-ის სამხედრო დახმარება აღდგენილია. შეთანხმების განხორციელება დაიწყო. ბრძოლა გრძელდება“, – წერს პალისა.

ამასთან, უკრაინის მთავრობასთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა გამოცემა Axios-ს, რომ აშშ-ის სამხედრო დახმარება განახლდა და დაზვერვის გაზიარება აშშ-სთან სრულად აღდგა.

შეგახსენებთ, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ერთ-ერთი შეთანხმება აშშ-ის მიერ სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების განახლებას და უკრაინის სამხედრო დახმარებას მოიცავდა.

როგორც უცხოური მედია იუწყება, შეთანხმება, რომელიც საუდის არაბეთში აშშ-სა და უკრაინელ ოფიციალურ პირებს შორის 9 საათამდე გაგრძელდა, მკვეთრად აუმჯობესებს კიევის საომარ მდგომარეობას და ამცირებს ტრანსატლანტიკურ უთანხმოებას აშშ-სა და ევროპელ მოკავშირეებს შორის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები